მითერი — GT Motors

GT Motors — ლოგო
GT Motors

მითერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯითი მოტორსი" - საავტომობილო ბრენდების Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW, Mini-ს ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალური იმპორტიორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი და ყოველი მეორე შაბათი - 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში შემოსულ მომხმარებლების დახვედრა, კომფორტული გარემოს შექმნა;
  • მომხმარებლების მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და, საჭიროების შემთხვევაში, გადამისამართება;
  • შოურუმში შემოსული მომხმარებლებისთვის ყავა-ჩაის, გამაგრილებელი სასმელის შეთავაზება და მომსახურება;
  • მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი;
  • შოურუმში არსებული ბრენდირებული პროდუქციის განლაგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების სფეროში
  • სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა.
  • დეტალებზე ორიენტირება.