მინიმიკროს ექსპერტი- ქუთაისი — ტერაბანკი

ტერაბანკი — ლოგო
ტერაბანკი

მინიმიკროს ექსპერტი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ტერაბანკის" ქუთაისის ფილიალში მინიმიკროს ექსპერტს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

  • გაქვს მოლაპარაკების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ხარ კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული;
  • შეგიძლია გუნდურად მუშაობა.

შენი მოვალეობა იქნება:

  • მინიმიკროს სეგმენტის კლიენტების მოზიდვა და მათი მომსახურება;
  • მინიმიკროს სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება, და გაცემა;
  • ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე, საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა.

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით);
  • ბიზნეს/აგრო სესხებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური უწყისების ანალიზი/შეფასება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel-ის პროგრამის).

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
  • გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის ქუჩა N44
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი.
  • ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.