ბაუ ტექი
მინი სატვირთო ავტომობილის მძღოლი
₾1700-2000 ₾
ახალი
თბილისი · ადგილზე
სრული განაკვეთი
შპს "ბაუ ტექი" აცხადებს ვაკანსიას იაპონური მინი სატვირთო 1000 კგ ტვირთამწეობის ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვა კომპანიაში განსაზღვრული წესების დაცვით;
- პროდუქციის მიწოდება სამშენებლო ობიექტებისთვის, როგორც საცალო ასევე მსხვილი მომხმარებლებისათვის. ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
- ობიექტთან ანგარიშსწორება კომპანიაში განსაზღვრული პროცედურების დაცვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დისტრიბუციის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
- აუცილებელია B კატეგორიის ავტომანქანის მართვის მოწმობა
- ავტომობილის მართვის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ენერგიულობა;
- შრომისმოყვარეობა.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი : კვირაში 6 დღე 09:00 - 18:00
- ანაზღაურება 1700 - 2000 ლარი. ფიქსიბული და გამომუშავებული ერთად.