მიმტანი/მზარეული- გორი
ლუდის სახლი - 1945 აცხადებს მიმტანის/მზარეულის ვაკანსიას (2 პოზიცია)
სამუშაო ადგილი: ქ. გორი, შიოს წყარო (გელდიაშვილის #3)
1. მიმტანი (ანაზღაურება 1000-1500)
სამუშაოს აღწერა:
- სტუმრების დახვედრა, შეკვეთების მიღება და სამზარეულოსთვის გადაცემა;
- სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
- სამუშაო ადგილზე სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- მიმტანად მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
- სასურველია სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლიანი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
2. მზარეული (ანაზღაურება 1200-1800)
სამუშაოს აღწერა:
- არსებული რეცეპტის მიხედვით სხვადასხვა სახის კერძის დამოუკიდებლად მომზადება;
- კერძების მოსამზადებლად საჭირო პროდუქტების გამზადება, გასუფთავება;
- პროდუქტების შენახვა, შენახვის წესების დაცვა და ვადების კონტროლი;
- სამუშაო ადგილზე სისუფთავის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- აუცილებელია კანდიდატს ქონდეს კერძების დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება;
- ანალოგიურ პოზციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- პასუხისმგებლიანი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის: 2026 წელის 5 სექტემბერი