მიმღების თანამშრომელი
Champions Academy არის სპორტ სპეციფიური ვარჯიშებისა და ფიზიკური განვითარების ცენტრი. გამოირჩევა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალური მომზადების მეთოდებით, თანამედროვე ინვენტარით და პროფესიონალი მწვრთნელებით. კომპანიის მიზანი პროფესიონალი ქართველი სპორტსმენებითვის და არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტის ფიზიკური მომზადების მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებაა.
"ჩემპიონთა აკადემია" აცხადებს ვაკანსიას მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- დარბაზში მოსული მომხმარებელების მიღება და კოორდინირება;
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
- არსებული მომხმარებლებისთვის სერვისების შეთავაზება;
- სოციალურ მედიაში მომხმარებლების კოორდინირება;
- დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა;
- ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Powerpoint, Outlook) ცოდნა;
- გაყიდვებთან დაკავშირებულ ან მომხმარებელთა სარეგისტრაციო (ERM) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; (სასურველია)
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასაუბრო);
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
- ორგანიზებულობა;
- ლოიალურობა;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
სამუშაო პირობები:
- საინტერესო და სტაბილური სამსახური;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
აპლიკანტების საყურადღებოდ!
გასაუბრებაზე ვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!