მიმღების თანამშრომელი
მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი?
ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს სტუმრების მომსახურების დეპარტამენტში მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე (რეცეფცია).
"Hilton Garden Inn Tbilisi Riverview" - ახალი, თანამედროვე და ელეგანტური სასტუმროა, სადაც შენ გეძლევა შესაძლებლობა გახდე სტუმარმასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
- მსოფლიოს მასშტაბით "ჰილტონის" ფასდაკლებების პროგრამას
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- ორჯერად კვებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ღირსეულ სამუშაო პირობებს
- სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს
- უფასო ტრენინგებს "ჰილტონის", "ლინქდინის" და "ჰარვარდის" საგანმანათლებლო პლატფორმებზე
- ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას
რას ველით შენგან:
- ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
- პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ
- განვითარების სურვილს და მოტივაციას იმისა, რომ ჩვენს სტუმრებს ერთად შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი
- ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარებს