მიმღების თანამშრომელი
"ბაზზარ ბუტიკ სასტუმრო" აცხადებს ვაკანსიას მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.
ანაზღაურება და პირობები:
- 1 100 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
- ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება;
- უნიფორმით უზრუნველყოფა.
გრაფიკი:
- 4 სამუშაო დღე, 4 დღე დასვენება (მცოცავი გრაფიკი);
- დღისა და ღამის 12-საათიანი ცვლები (2 დღე, 2 ღამე).
სამუშაოს აღწერილობა:
- სტუმრების მიღება-განთავსება (check-in);
- სტუმრების სასტუმროდან გაწერა (check-out);
- სტუმრების მოთხოვნებისა და პრობლემების მართვა;
- სტუმრების ანგარიშების მართვა;
- დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციაზე პასუხისმგებლობა;
- როგორც შიდა, ასევე - გარე ზარების მიღება-გადამისამართება;
- ელექტრონული კორესპონდენცია;
- ოთახის ჯავშნების მიღება;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- სამუშაო ინვენტარისა და ტექნიკის მონიტორინგი, გაუმართაობის შემთხვევაში - რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა.