მიმღების დეპარტამენტის მენეჯერი — სასტუმრო ამპელო

სასტუმრო ამპელო — ლოგო
სასტუმრო ამპელო

მიმღების დეპარტამენტის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "ამპელო" აცხადებს ვაკანსიას მიმღების დეპარტამენტის მენეჯერის (Front Office Manager) პოზიციაზე.

მდებარეობა: კარდანახი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • მიმღები დეპარტამენტის (Front Office) ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა, კოორდინირება და ზედამხედველობა;
  • რეცეფციონისტების გუნდის მუშაობის კონტროლი, სამუშაო გრაფიკების გაწერა და მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
  • ჯავშნების ნაკადის სრული კონტროლი, მონიტორინგი და შემომავალი ნაკადების ოპტიმიზაცია;
  • სასტუმროს ონლაინ გასაყიდი არხებისა და OTA პლატფორმების მართვა (Booking.com, Expedia, TripAdvisor და სხვა);
  • ტარიფების, და გაყიდვების დინამიკის მუდმივი კონტროლი ონლაინ პლატფორმებზე;
  • დეპარტამენტის განვითარებაზე ზრუნვა, მომსახურების სტანდარტების დანერგვა და ახალი კადრების მომზადება/ტრენინგი;
  • სასტუმროს სრული სერვისისა და სტუმართა მომსახურების ხარისხის ზედამხედველობა უმაღლესი კმაყოფილების უზრუნველსაყოფად;
  • ფინანსური ოპერაციების, ანგარიშსწორების, გადახდებისა და ინვოისების სისწორის მონიტორინგი;
  • რთული საოპერაციო სიტუაციებისა და სტუმრების პრეტენზიების პროფესიონალურად და ეფექტურად მოგვარება;
  • სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან (დასუფთავება, სამზარეულო, სერვისი) მჭიდრო თანამშრომლობა სერვისის უწყვეტობისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ ან ფრონტ ოფისის უფროსი რეცეფციონისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასტუმროს სფეროში მენეჯერული გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად);
  • ონლაინ გასაყიდი არხების (Booking.com, Expedia, TripAdvisor და ა.შ.) და Channel Manager-ის მუშაობის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასტუმროს მართვის პროგრამებისა (PMS) და საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად და თავისუფლად საუბრის უნარი (აუცილებელია);
  • გუნდის მართვის, ლიდერული და მოტივაციის ამაღლების უნარები;
  • სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • სტუმართმოყვარეობის, მაღალი პასუხისმგებლობისა და ორგანიზატორული ნიჭი.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და გასაუბრების საფუძველზე.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!