მიმღები/რეცეფციონისტი
რიპარო - ფეხსაცმლის, ჩანთებისა და ტყავის პროფესიონალური რესტავრაციის კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მიმღების (ფრონტ-დესკის) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მერაბ კოსტავას ქუჩა 13, თბილისი
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი-პარასკევი: 4.5-საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში;
- შაბათი ან კვირა: 11:00-18:00;
- კვირაში 1 დასვენების დღე.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების მიღება, შეკვეთების გაფორმება და სისტემაში რეგისტრაცია;
- შემოსული ზარებისა და შეტყობინებების მიღება, მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია;
- შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა;
- სალაროსთან მუშაობა და ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
- მომსახურების პროცესის კოორდინაცია და მომხმარებლის მაღალი ხარისხით მომსახურება.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირება და ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
ძირითადი მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს და მხარდამჭერ გუნდს;
რიპარო - ჩვენ ვუბრუნებთ ნივთებს საუკეთესო იერსახეს!