მიმღები რეგისტრატორი
კლინიკა "ემბრიონი რეპროდუქციული ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის ქუჩა N4
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკაში მოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
- პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
- პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის გადამოწმება და რეგისტრაცია;
- პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების და ღირებულების შესახებ;
- სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- განიხილება გამოცდილების გარეშე.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.