მიმღები-ადმინისტრატორი
ძველი თბილისის შუაგულში მდებარე, 17 ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო "Puris Moedani Hotel Tbilisi" სტუმარ-მასპინძლობის ჰოლდინგის Marco Polo Group Hospitality-ს წევრია.
"Puris Moedani Hotel Tbilisi" აცხადებს მიმღები-ადმინისტრატორის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პურის მოედანი, #1 #2
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 2 სამუშაო და 2 დასვენების დღე, მონაცვლეობით
ანაზღაურება: 1050 ლარი + საბონუსე სისტემა
საბონუსე სისტემა განისაზღვრება Booking.com-ის შეფასებების მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები:
- თავაზიანი და სასიამოვნო, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სასტუმროს თანამშრომლებსა და სტუმრებთან
- სასტუმროში სტუმრების მიღებისა და განთავსების პროცესის მართვა, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
- სტუმრის რეგისტრაციისა (Check In) და გაცილების (Check Out) პროცედურების სრულყოფილი მართვა, სასტუმროში დადგენილი სტანდარტებისა და ელექტრონული სისტემის შესაბამისად
- ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებულ პირთათვის, სასტუმროს ოთახების, სერვისების, მათი ფასებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში სხვა რელევანტური ინფორმაციის მოძიება და მიწოდება
- სტუმართა საჩივრების მიღება და ეფექტური მართვა
- შემოსული რეზერვაციების, ზარების, წერილების, მეილებისა და სხვა ტიპის კორესპონდენციის მართვა
- სტუმრებისთვის საჭირო სარეგისტრაციო ბარათების, გასაღებების და სხვა საჭირო ინვენტარის/მონაცემების მოგროვება/დამუშავება
- ცვლის დაწყებისა და დასრულების პროცედურების სრულყოფილი მართვა/განხორციელება (მათ შორის ცვლის გადაბარება და ინფორმაციის გაზიარება სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან)
- სასტუმროს სტუმრებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურის მართვა, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
- ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სასტუმროს სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან
- სტუმრის უკუკავშირის მიღება მათი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით
- გასაუმჯობესებელ საკითხთა ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან
მოთხოვნები და უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლიანობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები
- ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობისა და Opera-ს სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
რატომ უნად გახდე ჩვენი გუნდის წევრი?
- განვითარების სივრცე სხვადასხვა ლოკაციაზე - გუნდში ყოფნა ნიშნავს არამარტო ერთ პოზიციას, არამედ შესაძლებლობას — გადახვიდე სხვა ობიექტზე, მიიღო ახალი გამოცდილება და განავითარო შენი უნარები რეალურ გარემოში.
- ბენეფიტები, რომლებიც შენზეა მორგებული - სპეციალური ფასები landmarker Group-ში შემავალ სასტუმროებში, პიროვნული განვითარებისთვის განკუთვნილი
- შესაძლებლობები და ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც შენს კეთილდღეობაზე ზრუნავს