მიმღები-ადმინისტრატორი
"Blue Sky Apart-Hotel" აცხადებს ვაკანსიას: მიმღები-ადმინისტრატორი
უშუალო ხელმძღვანელი: მიღება განთავსების განყოფილების ასისტენტ მენეჯერი/საოპერაციო მენეჯერი.
პოზიციის ზოგადი მიმოხილვა და მიზანი:
მიღება-განთავსების თანამშრომელი პასუხისმგებელია მიღებისა და გასვლის პროცედურების დაცვით განხორციელებაზე. ასევე ვალდებულია სტანდარტისა და სკრიპტის დაცვით მოახდინოს სატელეფონო კომუნიკაცია, ჯავშნის მიღება, მომსახურებას, ანგარიშსწორება და შემოსული სხვადასხვა ზარის შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება. პასუხისმგებელია სტუმრისა და სისტემაში არსებული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შეინარჩუნოს თანამშრომლებს შორის ჯანსაღი და კოლეგიალური კომუნიკაცია;
- უზრუნველყოს სტუმრების Check-in და Check-out პროცესების წარმართვა სასტუმროს დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;
- მოახდინოს სტუმრების მომსახურება არსებული სერვისის სტანდარტების (SOP-ების) სრული დაცვით;
- უზრუნველყოს სტუმრების დროული და სრული ინფორმირება სასტუმროს მომსახურებებზე, ინფრასტრუქტურასა და აქტივობებზე;
- განახორციელოს ოთახის საფასურის გადახდების, დამატებითი მომსახურებების დარიცხვების და მეპატრონის კომუნალური გადასახადების ბალანსის შევსების ოპერაციები PMS სისტემაში, სწორი და გამართული ფორმით;
- ჩაინიშნოს სტუმრის სურვილები და მოთხოვნები და გადაამისამართოს ისინი შესაბამის დეპარტამენტებში (ჰაუსქიფინგი, ტექნიკური სამსახური და სხვ.).
- დაიცვას კომპანიის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობისა და ფინანსური ოპერაციების შესრულების სტანდარტები;
- დაესწროს ბრიფინგებს, ტრენინგებს, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და უზრუნველყოს მისი გამოყენება სამუშაო პროცესში, რეგულარულად და თანმიმდევრულად შეავსოს დღის სამუშაო დავალებები (Check List-ები)
- იმოქმედოს კომპანიის შინაგანაწესის, პოლიტიკისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
- თითოეულ სტუმარს მიმართოს ყურადღებით, პასუხისმგებლობითა და მეგობრული დამოკიდებულებით, პროფესიონალური მანერით;
- უპასუხოს სატელეფონო ზარებს წინასწარ დადგენილი სკრიპტების და სერვისის სტანდარტების დაცვით;
- უზრუნველყოს სამუშაო ადგილისა და დესკის მუდმივი მომარაგება საჭირო ინვენტარით;
- ფლობდეს სრულ ინფორმაციას სასტუმროს ოთახების კატეგორიების, განლაგებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ;
- აწარმოოს ეფექტური და დროული კომუნიკაცია ყველა შესაბამის დეპარტამენტთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს სტუმრის კომფორტი და საჭიროებების დროული დაკმაყოფილება;
- განახორციელოს დამატებითი დარიცხვები და გადახდები კომპეტენციის ფარგლებში;
- უკმაყოფილო სტუმრების კომენტარები და პრეტენზიები დროულად შეიტანოს უკუკავშირის ფაილში და აცნობოს ხელმძღვანელს;
- ცვლის დასრულებისას სწორად და დეტალურად გადააბაროს საქმეები სუპერვაიზერს ან შემცვლელ თანამშრომელს;
- მუდმივად შეინარჩუნოს მოწესრიგებული, პროფესიული გარეგნობა, ატაროს სუფთა უნიფორმა და სახელის აღმნიშვნელი ბეიჯი;
- დაიცვას კომპანიისა და სასტუმროს წესები, რეგულაციები და ეთიკის კოდექსი;
- უზრუნველყოს დაკარგული და ნაპოვნი ნივთების მართვის წესრიგისა და პროცედურების შესრულების კონტროლი, მათი დროული აღრიცხვა, დოკუმენტირება და შესაბამის დეპარტამენტში გადაცემა;
- მოახდინო სტუმრების ინფორმირებას ტურისტული ობიექტების შესახებ;
- დაიცვას სტუმრის უსაფრთხოება და სტუმრის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- დაიცავას უსაფრთხოების ნორმები, მოახდინოს საეჭვო სიტუაციების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს.
სამუშაო აღწერილობა აღწერს ფუნქცია-მოვალეობებს, რომლებიც მისი შემუშავების მომენტში შეესაბამება პოზიციის მიზანს. ისინი შეიძლება შეიცვალოს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარების, ახალი სტანდარტებისა და მიმართულებების დანერგვის, კომპანიის მიზნების შესაბამისად, იმგვარად, რომ არ სცდებოდეს შესაბამისი პოზიციის როლსა და მიზანს.