მიმღები — კენ ვოლკერის კლინიკა

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
კენ ვოლკერის კლინიკა

მიმღები

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი
"კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მიმღების (ფრონტ-დესკის) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** თავაზიანი ურთიერთობა კლინიკაში მომსვლელთან/სტუმართან, კლიენტთან;
** კლინიკის სტანდარტების მიხედვით მომხმარებლების მიღება, დაკვალიანება და შემდგომ გაცილება;
** სასურველი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა მომსახურების, პროცედურებისა და ტარიფების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან /და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** მოტანილი ამანათების/წერილების მიღება, აღრიცხვა და შესაბამის პირისადმი მიწოდება
** სადისტრიბუციო პირების დაკვალიანება - შესაბამის პერსონალთან დაკავშირება
** საჭირო დოკუმენტაციის (ამბულატორიული ბარათი, ინვოისი, ვაუჩერი, საგარანტიო წერილი, მომსახურების ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება და სხვა.) წარმოება და კლიენტებისათვის მიწოდება
** კლინიკის მომხმარებლის სისტემაში რეგისტრაცია (პროგრამაში აღრიცხული პაციენტების რეგულარული კონტროლი, სარეგისტრაციო დოკუმენტის წარმოება, არსებული ბაზის ამოღება და საჭირო ინფორმაციის სამინისტროს პორტალზე ატვირთვა);
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართულ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და გუნდურ გარემოს

სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე - 8 საათიანი დატვირთვა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: . სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მიმღების პოზიცია

ჩვენ მოგიძებნით ადმინისტრატორის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა ადმინისტრატორის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ