მიმღები
სასტუმრო "ქარვასლა" აცხადებს ვაკანსიას მიმღების პოზიციაზე.
სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში და აერთიანებს 48 ინდივიდუალურ ოთახს, რესტორანს. ბარს საკონფერენციო სივრცეს, სატრენაჟორო დარბაზსა და მასაჟის ოთახს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა, მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით;
- სტუმართან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
- სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება, თანხის მიღება;
- საჭიროებისამებრ სასტუმროს ინვოისების და სხვა საბუთების მომზადება;
- სასტუმროს ნომრების დაჯავშნა, სტუმრების სწორი განაწილება;
- სტუმრებისგან საჩივრების/მოთხოვნების მიღება და მათი დროულად გადაჭრა;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
- ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კვებითა უზრუნველყოფას.