მიქსოლოგი
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
"BRØD"-ის გუნდში ვეძებთ მიქსოლოგს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
თვიური ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბარის სივრცის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება, მოწესრიგება
- სტუმრების მომსახურება ობიექტზე დადგენილი სტანდარტებით
- ბარის მენიუს ცოდნა შემადგნელობისა და ალერგენების გათვალისწინებით
- სტუმრების გამასპინძლება, შეკვეთების მიღება, ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა
- ბარის სამუშაო ზედაპირებისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა HACCP სტანდარტების შესაბამისად
- შეკვეთების შეყვანა, ბარის ინვენტარიზაცია და ხარჯთაღრიცხვის საკითხებში ჩართულობა
- სტუმრებთან ანგარიშსწორების პროცედურების მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
- პასუხისმგებლიანობა
- გუნდური მუშაობის უნარები
- ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
- ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სასტუმრო/სარესტორნო სფეროში.