მიკრობიოლოგი — საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია

საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია

მიკრობიოლოგი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია ბიზნეს სექტორს, ფერმერებსა და კერძო პირებს ერთ სივრცეში მომსახურების ფართო სპექტრს, კერძოდ 700-მდე დასახელების სხვადასხვა კვლევას სთავაზობს.

ლაბორატორიის აკრედიტირებულ საქმიანობის სფეროში შედის მეთოდები, რომელიც შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას;

ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალ ტექნოლოგიური აპარატურით;

"საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისი, ლეო კვაჭაძის ქუჩა N41;

სამუშაო განაკვეთი: განიხილება როგორც სრული ასევე არასრული განაკვეთი;

ანაზღაურება: შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული პროდუქციის ხარისხის კონტროლის მიზნით, სტანდარტული მეთოდების შესაბამისად მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარება;
  • ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • ბიოუსაფრთხოების პროცედურების მართვა;
  • გამოყოფილი კულტურის განადგურების კონტროლის მართვა;
  • გამოყოფილი პათოგენური კულტურების მართვა;
  • საგამოცდო ლაბორატორიაში მიღებული მიკრობიოლოგიური ნიადაგების აღრიცხვა და დროული ინფორმაციის მიწოდება მარაგის შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელური;

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეს გადარჩევა
  • ინდივიდუალური გასაუბრება

გაცნობებთ, რომ "შპს საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია სურსათი აგრო ვეტერინარია" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.