მიკროავტობუსის მძღოლი
ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" დღის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მიკროავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.
"პირველი ნაბიჯი საქართველო" ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა (D კატეგორია).
- პუნქტუალობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- კანდიდატმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გასაუბრების ეტაპზე მოუწევს ჯანმრთელობის, ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის ცნობების წარმოდგენა.
ძირითადი მოვალეობები:
- წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით დილის 10 საათზე ბენეფიციართა ცენტრში მოყვანა და 16 საათზე ბენეფიციართა ცენტრიდან წაყვანა (ტრანსპორტში იმყოფება მორიგე მშობელიც).
- გასვლითი გაკვეთილებისა და ექსკურსიების დროს ბენეფიციართა და მასწავლებელთა ტრანსპორტირება წინასწარ შედგენილი მარშრუტით.
- კვირაში ორჯერ შეკვეთილი სასურსათო პროდუქტების ერთ-ერთი ობიექტიდან ცენტრში მოტანა.
- ცენტრისთვის საჭირო ინვენტარის შეძენისა და სხვა ადმინისტრაციული საქმიანობის დროს ტრანსპორტით მომსახურება (იშვიათად).
- პედაგოგების დახმარება ბენეფიციართა ტრანსპორტში აყვანა-ჩამოყვანის დროს.
- მანქანის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება და გამართულობის მეთვალყურეობა.
- საჭიროების შემთხვევაში ცენტრის ადმინისტრაციის დროული ინფორმირება მანქანის გაუმართაობის შესახებ.
სამუშაო დატვირთვა:
სამუშაო დღეები (შაბათ-კვირის გარდა). დასვენება ოფიციალური დასვენების დღეებსა და აგვისტოს თვეში.
14 ივლისის ჩათვლით.
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია სათაურის განყოფილებაში.