მიკრო ბიზნესის ბანკირი — ტერაბანკი

ტერაბანკი — ლოგო
ტერაბანკი

მიკრო ბიზნესის ბანკირი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
"ტერაბანკის" თბილისის ფილიალში მიკრო ბიზნესის ბანკირს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** გაქვს მოლაპარაკების, გაყიდვების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ხარ კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა

შენი მოვალეობა იქნება:

** მიკრო და მცირე სეგმენტის კლიენტების მოზიდვა/შენარჩუნება და მათთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
** მიკრო და მცირე სეგმენტის სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება და გაცემა
** ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე, საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით);
** საბანკო/საფინანსო სფეროში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** კომპლექსური ფინანსური მონაცემებისა და უწყისების ანალიზის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის Excel-ის პროგრამის) მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე;
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისის ფილიალი;
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ