მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცერი — სკაპი

სკაპი — ლოგო
სკაპი

მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცერი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
  • კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
  • საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
  • სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
  • საკრედიტო პორთველის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
  • ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები:

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი;
  • ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
  • შაბათი: 10:00-16:00.
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.