მიღება-განთავსების ოპერატორი — სასტუმრო აივანი

სასტუმრო აივანი

მიღება-განთავსების ოპერატორი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "Aivani Hotel Old Tbilisi" რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ცენტრალურ უბანში, მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით, აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების ოპერატორის პოზიციაზე.

მისამართი: სამღებროს ქუჩა 21

ანაზღაურება: 1000 ლარი

სამუშაო გრაფიკი: 2 დღე დასვენება, 2 დღე სამუშაო ღამის ცვლა (12 საათიანი სამუშაო ცვლა), საშუალოდ თვეში 15 ცვლა; 2 სამუშაო დღე კვირაში - დღის სმენის შემთხვევაში

ფუნქცია-მოვალეობები:

  • თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • გუნდური, შედეგზე და სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული.
  • კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
  • დეტალებისადმი ყურადღება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ