მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორი - ღამის აუდიტი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორის (ღამის აუდიტის) პოზიციაზე.
კვირაში 4 სამუშაო დღე (40 საათი)
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება - სრული;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, გაცილება და მაღალი სტანდარტის მომსახურების უზრუნველყოფა;
- ჯავშნების, გადახდებისა და სტუმრის ანგარიშების მართვა და სიზუსტის კონტროლი;
- ღამის აუდიტის პროცედურების შესრულება, ფინანსური ანგარიშების დახურვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- სტუმრების მოთხოვნებსა და საჩივრებზე ოპერატიული რეაგირება, პრობლემების ეფექტური გადაჭრა შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით;
- სატელეფონო ზარების, ელექტრონული კომუნიკაციისა და შიდა ინფორმაციის კოორდინაციის უზრუნველყოფა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.
პიროვნული უნარ ჩვევები:
- პუნქტუალობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- გუნდურობა და ენერგიულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ტრანსპორტირება ღამის საათებში;
- დაზღვევა;
- კვება;
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის