მიღება-განთავსების აგენტი- ბათუმი
სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების აგენტის პოზიციაზე.
ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია - ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- სტუმრების სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.
უნარები:
- სტუმართმოყვარეობა;
- თავაზიანობა;
- ინგლისური და ქართული ენების გამართულ დონეზე ცოდნა, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მოქნილობა;
- PMS პროგრამა "Opera"-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
- ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;
- განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წახალისებებსა და ჯილდოებს;
- GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
- ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
- 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
- 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.