მფლობელის თანაშემწე — გიშო კოფი & ტურს

გიშო კოფი & ტურს

მფლობელის თანაშემწე

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კაფეს "გიშო კოფი და ტურები" ესაჭიროება მფლობელის თანაშემწე სრულგანაკვეთიან სამუშაოზე ხელსაყრელი პირობებით, მზარდი ანაზღაურებით, კარგი ბონუსური სისტემით და მოქნილი, თქვენზე მორგებული გრაფიკით.

მოვალეობა:
  • კაფეს გამართულ მუშაობაში დახმარება.
  • მენეჯმენტის გაწევა.
  • ცივი და ცხელი სასმელების, მარტივი კოქტეილებისა და მილქშეიკების მომზადება ესპრესოს აპარატით (თუ არ იცით, ადგილზე შეგასწავლით ბარისტობასაც).
  • ობიექტის მოწესრიგება (საჭიროების შემთხვევაში).
  • დირექტორის დავალებების შესრულება.
  • მივლინებით გამგზავრების შესაძლებლობა (ანაზღაურებადი).
  • დირექტორის განრიგის და შეხვედრების ჩანიშვნა.
  • მსუბუქი მომარაგება (კაფის საჭიროების შემთხვევაში).
მოთხოვნები:
  • უცხო ენების ცოდნა (რადგან ობიექტის ლოკაცია დატვირთულია ტურისტებით) - ინგლისური (აუცილებელი), რუსული (სასურველია)
  • სასიამოვნო გარეგნობა, ღიმილიანი და ხალასიანი, მოწესრიგებული კადრი
  • მოტივირებული პიროვნება ბიზნესის გაზრდაზე, სხვა ფილიალის გახსნაზე ხელშეწყობა და ენერგიული, პიროვნულ და საქმიანობის განვითარებაზე ორიენტირებული
  • მართვის მოწმობა (სასურველია), გექნებათ სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილების საშუალება საჭიროებებიდან გამომდინარე.
პირობები:
  • ხელფასი: 1200 ლარი (მოჭრილი თვის ბოლოს)
  • ყოველდღიური ბონუსები გაყიდვებიდან გამომდინარე
  • კვება (უფასოდ)
  • ცხელი ან ცივი სასმელი (უფასოდ)
  • სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება
  • დამატებითი პრემია
  • მეგობრული და სასიამოვნო გარემო, თავისუფალი გრაფიკი, სახალისო სამუშაო

ლოკაცია: რუსთაველის მეტროს წინ, კოსტავას 3 გ, რესპუბლიკის მოედანი (სასტუმრო რედისონთან და ველოსიპედის ძეგლთან ახლოს)

სამუშაო საათები: კაფე ღია არის ყოველდღე 07:30 დან - 23:00 მდე

ასისტენტის სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, კვირაში 2 დღე დასვენება (დღეების შეთანხმებით)