მეთვალყურე — სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი

სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი

მეთვალყურე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი" აცხადებს ვაკანსიას მეთვალყურის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1

მოთხოვნები:

  • სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
  • სასურველია მუზეუმის სპეციფიკის შესაბამისი ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ექსპონატ-ნაგებობისა და მასში განთავსებული ექსპონატების მოვლა-პატრონობა;
  • მუზეუმის ვიზიტორების მეთვალყურეობა და მუზეუმში დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
  • დამთვალიერებლებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება მუზეუმის ისტორიისა და ექსპონატების შესახებ.

სამუშაო გრაფიკი: დასაქმებული მუშაობს კვირაში 5 დღე (დასვენების დღე - ორშაბათი და კვირის რომელიმე დღე არჩევით).

სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.

ანაზღაურება: 1000 (ათასი) ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კუს ტბის ასახვევი N1