მეტყველების თერაპევტი- ქუთაისი
"ღია სახლი", ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ქ.ქუთაისში ახორციელებს ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, ადრეული განვითარების პროგრამისა და აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში. ემსახურება 500-მდე ბავშვს და ოჯახს კერძო და მუნიციპალური პროგრამების საშუალებით.
ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
- შესაბამისი საბაკალავრო ან სამაგისტრო განათლება (ფსიქოლოგი, სპეც. პედაგოგი, პედაგოგი);
- ბავშვთან მიზნების განსაზღვრის შესაძლებლობა ენისა და მეტყველების განმავითარებელი უნარების სტიმულირების მიზნით;
- ქცევის ეფექტური მართვის გამოცდილება და ქცევის მართვის ტექნიკების ცოდნა;
- მუშაობისთვის აუცილებელი ეთიკური ნორმების ცოდნა, ეფექტური კომუნიკაციის უნარები.