მესაწყობე
Georgia Beer and Beverages Group (GBBG) არის საერთაშორისო ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჯგუფის, Royal Swinkels-ის ნაწილი.
GBBG აერთიანებს ორ კომპანიას: გლობალ ბიერ ჯორჯიასა (GBG) და საქართველოს დისტრიბუციასა და ლოგისტიკას (GDL).
კომპანიების შესახებ:
გლობალ ბიერ ჯორჯია (GBG) - ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულ პროცესს - ლუდისა და ლიმონათის წარმოებას, მარკეტინგსა და გაყიდვებს, ასევე ახდენს სხვადასხვა ბრენდების იმპორტსა და ექსპორტს. აღნიშნული ბრენდებია: ბავარია, ყაზბეგი, შავი ლომი, კაიაკი, აისი, 8.6, B52 და ლიმონათი "ყაზბეგი".
საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა (GDL) - დისტრიბუციის სფეროში 17 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს დისტრიბუციასა და მესამე მხარის ლოგისტიკის (3PL) სერვისს. 6 ფილიალისა და რეგიონული გაყიდვების ჯგუფების მეშვეობით ემსახურება 12 000-ზე მეტ მომხმარებელს. GDL-ის პორტფელი მოიცავს GBG-ის, ასევე მესამე მხარის პროდუქტებს, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელები, ყავა "ლავაცა", წყალი, ღვინო და სხვა.
GBBG-ში წარმატებით ვმუშაობთ სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ ინდუსტრიაში ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, ენთუზიაზმის, კრეატიულობისა და ერთგულების წყალობით.
ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ დასაქმებას მზარდ და განვითარებად კომპანიაში. თუ გსურთ, შექმნათ სრულფასოვანი კარიერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქართული სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში, მოხარული ვიქნებით თქვენი გამოხმაურებით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მესაწყობის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში მიღებული პროდუქციის უდანაკარგოდ მითვლა
- პროდუქციის დახარისხება და ლოკაციებზე განლაგება
- საწყობში პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით
- ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება
ძირითადი მოთხოვნები: სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა
- შრომისმოყვარეობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
გარანტიები:
- კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებითა და გარანტიით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
- უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.