მერჩენდაიზერი- ზუგდიდი — ბაგრატი

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ბაგრატი

მერჩენდაიზერი- ზუგდიდი

₾1000 იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ბაგრატი" წარმოადგენს კომპანია "სოფლის ნობათის" ოფიციალურ დილერს. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.

კომპანია აცხადებს მერჩენდაიზერის ვაკანსიას: ქ. ზუგდიდი

ძირითადი მოთხოვნები:

  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (აუცილებელია)!

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის განთავსების სტანდარტის კონტროლი;
  • ხარვეზების აღმოფხვრა;
  • სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
  • ვადების კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფად ათვისებისა და ადაპტაციის უნარი;
  • კომუნიკაბელური;

პირობები:

  • კარიერული ზრდის პერსპექტივა;
  • საწვავს აანაზღაურებს კომპანია;
  • სამუშაო განრიგი ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით;
  • ანაზღაურება: 800-დან - 1000 ლარამდე (ფიქს+ საბონუსე სისტემა).

კომპანია იტოვებს უფლებას დაამუშაოს და გადაამოწმოს პირადი მონაცემები, რის შემდეგაც 6 თვის მანძილზე შეინახება ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში და საჭიროების შემთხვევაში განიხილება სხვა ვაკანტურ ადგილებზეც. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 ივნისი 2026 წ. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენ მოგიძებნით სხვის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა სხვის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.