მერჩენდაიზერი/პრომოუტერი — იფქლი

იფქლი

მერჩენდაიზერი/პრომოუტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "იფქლი" 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. "იფქლის" პოპულარობას განაპირობებს მაღალი ხარისხი, პროდუქციის მრავალფეროვნება და ცხობის მრავალწლიანი ტრადიცია. დღესდღეობით კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულს, რომლითაც თბილისი, კახეთი, გორი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ბათუმი მარაგდება.

კომპანია "იფქლი" ვაკანსიას აცხადებს მერჩენდაიზერ/პრომოუტერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნა: აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული;
  • გაყიდვების წარმოების უნარი;
  • სწრაფი ათვისების უნარი;
  • კომუნიკაბელური.

მოვალეობები:

  • პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროდუქტის შეთავაზება;
  • პროდუქციის სარეალიზაციო თაროზე განთავსება;
  • პროდუქციის ვადებისა და ნაშთების კონტროლი;
  • სარეალიზაციო ობიექტში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების აღრიცხვა.