მერჩენდაიზერი- ქუთაისი
ზებრა გრუპი აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.
გრაფიკი: კვირაში 1 სამუშაო დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ძირითადი სამუშაო ადგილი: ქუთაისი.
ძირითადი მოვალეობები:
- სადისტრიბუციო ობიექტებზე მისვლა, პროდუქციის მოწესრიგება და პლანოგრამის მიხედვით დალაგება კონკრეტულ განყოფილებებში;
- სადისტრიბუციო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
- პროდუქციის გამოტანა ობიექტის საწყობიდან და თაროებზე განთავსება;
- ყველაზე მომგებიანი ადგილების დაკავებასა და ამ ადგილებისა და თაროების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- სტენდების/თაროების მაქსიმალურად შევსება;
- პროდუქციის ფასების გაკონტროლება;
- მარაგის/რაოდენობის გაკონტროლება;
- განთავსებული პროდუქციის ფოტომასალის ყოველდღიურად წარდგენა WhatsApp-ის მეშვეობით.
მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, და ა.შ.);
- ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, ორგანიზებული.