მერჩენდაიზერი- ქუთაისი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქუთაისში.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, კარფური.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - შაბათი, დღეში 7 (შვიდი) საათი, დასვენება კვირა დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + სამგზავრო თანხა + ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
- პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
- პროდუქციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი. პლაონგრამების დაცვა, ვადების და ნაშთების კონტროლი.
- საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის გაფორმებაში ჩართულობა.