მერჩენდაიზერი- იმერეთი
შპს "VG" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე იმერეთში.
განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 + ბონუსი; საშუალოდ 1200
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე დადგენილი მარშრუტის მიხედვით ვიზიტი;
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის, ფასმაჩვენებლებისა და სარეკლამო მასალების მონიტორინგი და/ ან განახლება;
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის ნაშთისა და ვადის კონტროლი;
- პერიოდულად ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
პიროვნული უნარები:
- კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- მოტივირებული;
- მიზანდასახული.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.
ჩვენ გისურვებთ წარმატებას!