მერჩენდაიზერი- ბათუმი — დიპლომატ ჰოლდინგი

დიპლომატ ჰოლდინგი

მერჩენდაიზერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში (კარფურის ობიექტებზე)

კომპანიის შესახებ:

"დიპლომატ ჰოლდინგი" 2002 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოს მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://diplomatholding.com.ge/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კარფურის სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის საუკეთესოდ წარმოჩენა და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
  • პროდუქციის ვარგისიანობის ვადების მუდმივი კონტროლი;
  • პროდუქციაზე ფასების სიზუსტისა და ფასმაჩვენებლების სწორად განთავსების უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

  • სამუშაო ადგილები: "კარფურის" (Carrefour) ფილიალები ბათუმში;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათ-კვირა დასვენება);
  • სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
  • პუნქტუალურობა და მიზანდასახულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.