მერჩენდაიზერი- ბათუმი
შპს "VG" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ბათუმში.
განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00
ანაზღაურება: საშ. 1100
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე დადგენილი მარშრუტის მიხედვით ვიზიტი;
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის, ფასმაჩვენებლებისა და სარეკლამო მასალების მონიტორინგი და/ ან განახლება;
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის ნაშთისა და ვადის კონტროლი;
- პერიოდულად ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
პიროვნული უნარები:
- კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- მოტივირებული;
- მიზანდასახული.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.