მერჩენდაიზერი- ბათუმი
სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს "პარტნიორი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო პირობები: ორშ-პარ 10:00-18:30 საათამდე, შაბათ-კვირა დასვენება;
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ანაზღაურება: 1350 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ნიკორას სავაჭრო ობიექტებზე გადაადგილება და პროდუქციის პლანოგრამასთან შესაბამისობის კონტროლი;
- პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
- ობიექტებზე არსებული პროდუქციის მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება;
- ობიექტების პერსონალთან პოზიტიური კომუნიკაცია;
- რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.