მერჩენდაიზერი — Green and Purple Georgia

Green and Purple Georgia — ლოგო
Green and Purple Georgia

მერჩენდაიზერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Green & Purple Georgia არის სწრაფად მზარდი FMCG დისტრიბუციის კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს Del Monte და FIT (Grüne Kraft). კომპანია ავითარებს და ხელმისაწვდომს ხდის პრემიუმ სასმელებსა და ეკო-საყოფაცხოვრებო პროდუქტებს საქართველოს მასშტაბით, რითეილ ქსელებში, HORECA სექტორში და თანამედროვე სავაჭრო არხებში.

ჩვენი კომპანია განაგრძობს სტაბილურ ზრდას და გუნდში ვეძებთ ენერგიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ მერჩენდაიზერს, რომელიც უზრუნველყოფს ქსელების შეუფერხებელ მართვას.

ლოკაცია: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

მარაგებისა და შეკვეთების მართვა:

  • სავაჭრო ობიექტებში ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.
  • პროდუქციის შეკვეთების დროული და ეფექტური განთავსება.
  • მიწოდებული პროდუქციის დროული განთავსება თაროზე.

მერჩენდაიზინგი და ფასების კონტროლი:

  • თაროზე სარეკომენდაციო ფასების სიზუსტის რეგულარული შემოწმება.
  • მარკეტინგული აქტივობების მართვა: ფასდაკლებების და "ყვითელი" ფასმაჩვენებლების დროული, სწორი განთავსება.
  • პროდუქციის განლაგების (ფეისები) კონტროლი.

კომუნიკაცია და ანალიზი:

  • მჭიდრო კოორდინაცია ობიექტების მენეჯერებთან, დისტრიბუციის გუნდთან და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება.
  • კონკურენტების ფასებისა და ბაზარზე არსებული სიახლეების მუდმივი კვლევა.
  • პრომო აქციების გაშვების კონტროლი და სარეკლამო აქტივობებში მონაწილეობა.
  • პერიოდული რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.
  • სამუშაო პროცესში ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
  • საკუთარი ავტომობილი (ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო FMCG ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას
  • თანამედროვე და გუნდურ სამუშაო გარემოს
  • კარიერულ ზრდას
  • დინამიურ სამუშაოს
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს