მერჩენდაიზერი
ღვინის მაღაზია/ბარი "8000 მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
ვინ ვართ ჩვენ:
"8000 მოსავალი" არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც წარმოდგენილია დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით შერჩეული ღვინოები. დღეს ჩვენს კოლექციაში 2000-მდე რჩეული ქართული ღვინოა.
ჩვენს ბარში სტუმრებს შეუძლიათ ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასად და მისი დაგემოვნება ღვინოსთან იდეალურად შეხამებულ ცივ ხემსთან ერთად. სივრცე შექმნილია იმისთვის, რომ ღვინო იყოს გააზრებული სიამოვნება და არა უბრალოდ სასმელი.
აქტიურად ვატარებთ საგანმანათლებლო და თემატურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ღვინის შესახებ ცოდნის გაზრდა და ღვინის სმის მართებული კულტურის ჩამოყალიბება საზოგადოებაში.
ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო. ამ ეტაპზე "8000 მოსავალი" 6 მაღაზია/ბარს და ონლაინ მაღაზიას აერთიანებს.
რას გთავაზობთ ჩვენთან დასაქმებისას:
- მუშაობას გუნდში, რომელიც საერთო ხედვითა და ღირებულებებით არის გაერთიანებული;
- ღვინის რეგულარულ დაგემოვნებას და ღვინის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
- FitPass-ის აბონემენტს შეღავათიანი პირობებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული პროდუქციის (ღვინო) ეტიკეტებისა და შესაბამისობის გადამოწმება, დადგენილი პროცედურების შესაბამისად პროდუქციის მიღება;
- სავაჭრო თაროებზე პროდუქციის სწორად და სტანდარტების მიხედვით განთავსება;
- ფასის მანიშნებლის სისწორისა და განახლების კონტროლი;
- სავაჭრო სივრცისა და თაროების სისუფთავის/მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
- მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
- პროდუქციის ვადების მონიტორინგი და ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- სავაჭრო სივრცეში ვიზუალური სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
- სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, თუმცა არა აუცილებელი;
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
- ინტენსიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება;
- გუნდურად მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-17:00სთ.
ადგილმდებარეობა: წყნეთის გზატკეცილი 15 (ბაგები); სულხან ცინცაძის 26 (საბურთალო)