მერჩენდაიზერი — პარტნიორი

პარტნიორი — ლოგო
პარტნიორი

მერჩენდაიზერი

₾1350 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“  შვილობილი კომპანია  შპს „პარტნიორი“  აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე:

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-18:30 სთ (შაბათი-კვირა დასვენება)
  • ანაზღაურება: 1350 ლარი
  • ბენეფიტები: 250 ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებზე გადაადგილება და პროდუქციის პლანოგრამასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
  • ობიექტებზე არსებული პროდუქციის მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება;
  • ობიექტების პერსონალთან პოზიტიური კომუნიკაცია;
  • რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.