მერჩენდაიზერი
სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა", რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის და ჩაის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი, მიმდინარე წლის აგვისტოს თვის შვებულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტებზე პროდუქციის განლაგება კომპანიის სტანდარტების მიხედვით
- პროდუქციის ვადების, ფასმაჩვენებლის, ნაშთის და თაროზე წილის კონტროლი
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სარეკლამო მასალების და პრომო ფასების განთავსება
- მარაგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება
- რეგულარული ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ
- პროდუქციის ინვენტარიზაცია (საწყობი/თარო)
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
- სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი სატრანსპორტო საშუალების ქონა
- თბილისის უბნების კარგად ცოდნა
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
- მოლაპარაკების და საკითხების გადაჭრის უნარი
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
- პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა
- ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
გთავაზობთ:
- შესაბამის ანაზღაურებას გამოცდილებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე
- ტრანსპორტის თანხით უზრუნველყოფას
- ხელფასის ზრდის პერსპექტივას
- მეგობრულ გარემოს
- სამედიცინო დაზღვევას
- სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
- კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
- სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00 დან 18:00 საათამდე)
კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია არის ძირითადად მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის