მერჩენ-პრისეილერ — Drink Joy

Drink Joy

მერჩენ-პრისეილერ

₾1700 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "DRINK JOY" ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ მერჩენ-პრისეილერს, რომელიც დაგვეხმარება სავაჭრო ობიექტებში JOY-ის ხელმისაწვდომობისა და გაყიდვების ზრდაში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 1700 ლარი) + კვარტალური ბონუსი 500₾

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტების მონახულება და შეკვეთების მიღება;
  • JOY-ის გაყიდვების ზრდაზე მუშაობა არსებულ და ახალ ობიექტებში;
  • ახალი სავაჭრო წერტილების დამატება;
  • პროდუქციის თაროებზე სწორად წარმოდგენის კონტროლი;
  • სარეკლამო მასალებისა და აქტივობების განთავსება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პირადი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • აუცილებელია გაყიდვების, მერჩენდაიზინგის ან პრისეილინგის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

  • ენერგიული და აქტიური;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პოზიტიური დამოკიდებულება და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს შედეგების მიხედვით;
  • საწვავის/გადაადგილების ხარჯების ანაზღაურებას;
  • სწრაფად მზარდი ბრენდის ნაწილად გახდომის შესაძლებლობას;
  • კარიერული განვითარების რეალურ პერსპექტივას;
  • მეგობრულ და არაბიუროკრატიულ სამუშაო გარემოს.