მერჩენ პლუსი- თბილისი, რუსთავი — კომპანია ორბიტა

კომპანია ორბიტა — ლოგო
კომპანია ორბიტა

მერჩენ პლუსი- თბილისი, რუსთავი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიებს მერჩენ პლუსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი-რუსთავი

ხელფასი: ფიქსირებული ხელზე ასაღები (NET) 1000 ლარი + ბონუსი 800 ლარამდე.

პირობები და ბენეფიტები:

  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორაციული ნომერი;
  • ფიტპასი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • თაროებზე განაწილებული და მაცივრებში არსებული პროდუქციის სასაქონლო სახისა და ვადების შემოწმება და FIFO-ს წესების დაცვა;
  • თაროებზე პროდუქციის დალაგებისას პლანოგრამის დაცვა და კონტროლი;
  • ხელმძღვანელობისთვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება;
  • ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმართვა პროდუქციის განთავსების პირობებზე;
  • ქსელში მარაგის კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ