MEP პროექტების მენეჯერი — ლუქსონ ფაუერი

ლუქსონ ფაუერი — ლოგო
ლუქსონ ფაუერი

MEP პროექტების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ლუქსონ ფაუერი (Luxon Power) არის ენერგეტიკული, საინჟინრო და სატელეკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ქმნის ენერგოეფექტურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:

  • ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვა;
  • განახლებადი ენერგიის სისტემების პროექტირება და მონტაჟი;
  • უწყვეტი კვებისა და ენერგიის შენახვის სისტემები;
  • ელექტრო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ავტომატიზაცია;
  • უსაფრთხოების, სასიგნალო და სუსტი დენების სისტემების ინსტალაცია;
  • შიდა საინჟინრო ქსელების მოწყობა და ტექნიკური მხარდაჭერა.

Luxon Power აცხადებს ვაკანსიას MEP პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ელექტრო, HVAC და სხვა საინჟინრო (MEP) პროექტების დაგეგმვა, მართვა და შესრულების ყველა ეტაპის მონიტორინგი;
  • დამკვეთთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილეობა და ტექნიკურ-კომერციული საკითხების კოორდინაცია;
  • პროექტებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ფინანსური პროცესების მართვა;
  • პროექტის ფარგლებში დამკვეთებთან, კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • პროექტების დაგეგმილ ბიუჯეტსა და ვადებში შესრულების კონტროლი;
  • მასალების, აღჭურვილობისა და მომსახურებების დროული შესყიდვისა და მიწოდების კოორდინაცია;
  • პროექტთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა;
  • პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი.

პროფესიული მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება საინჟინრო, ტექნიკურ ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
  • პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • პროექტების მართვის მეთოდოლოგიებისა და პრინციპების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციისა და ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ენერგეტიკის, ელექტროობის ან საინჟინრო სისტემების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული უნარები

  • პროექტების ეფექტურად მართვის უნარი;
  • დროისა და რესურსების ეფექტიანი მართვა;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • ინფორმაციის ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 2 000 ლარიდან + ბონუსები