მენეჯერის ასისტენტი
საერთაშორისო საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია "სისნო გრუფ" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
მოთხოვნები:- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელი.
- საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- შეხვედრების ორგანიზება.
- დოკუმენტების მოწესრიგება, მიღება-ჩაბარება სხვადასხვა ორგანიზაციებსა და საჯარო დაწესებულებებში.
- უცხოელი სტუმრების თანხლება საჯარო დაწესებულებებში.
- საოფისე საქმიანობა.
ფინანსური პირობები: ხელფასი: 1300 ლარი (მოჭრილი) + ბონუსი (ბონუსის საფუძველზე ხელფასის 2000 ლარამდე აღების პერსპექტივით)
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00, შაბათი-კვირა - დასვენება.
ლოკაცია: თბილისი