მენეჯერი- ვაჟა-ფშაველა — სინაბონი

სინაბონი — ლოგო
სინაბონი

მენეჯერი- ვაჟა-ფშაველა

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"სინაბონი" არის საერთაშორისო ქსელის კაფე-საცხობი, რომელიც დღესდღეობით წარმოდგენილია 45 ქვეყანაში 1500-ზე მეტი ფილიალით, მისი ძირითადი პროდუქტი არის დარიჩინის როლი, რომელიც მზადდება ნაზი ცომის, ლეგენდარული მაკარა-დარიჩინის, საფირმო ნაღებისა და კრემ-ყველის კომბინაციით.

"სინაბონი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
  • თანამშრომელთა გუნდის (მოლარე-ბარისტები, მცხობლები, დიასახლისები და სხვა დამხმარე პერსონალი) კოორდინაცია, მოტივაცია და განვითარება;
  • სამუშაო გრაფიკების შედგენა, ცვლების დაგეგმვა და თანამშრომელთა ეფექტური განაწილება;
  • მომსახურების მაღალი ხარისხისა და კომპანიის შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • შეკვეთების, მომსახურების ხარისხის, სალარო ოპერაციებისა და ანგარიშსწორების პროცესის კონტროლი;
  • მარაგების (სასმელები, პროდუქტები, ინვენტარი) კონტროლი და დროული შევსება/შეკვეთა;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის, გადამზადებისა და ტრენინგების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სწრაფი კვების ობიექტში, კაფეში ან მსგავს სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • სასურველია გუნდის მართვის, კოორდინაციისა და განვითარების პრაქტიკული გამოცდილება;
  • სასურველია სალარო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

ლოკაცია: სითი მოლი, ვაჟა-ფშაველა #70.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!