მენეჯერი- საგურამო
"Panorama Saguramo" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და სტუმართმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება გაქვს, გიწვევთ ჩვენს გუნდში.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და განთავსების პროცესის ორგანიზება;
- ჯავშნების მართვა და კომუნიკაცია სტუმრებთან;
- ობიექტის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის კონტროლი;
- მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
- დამლაგებელი და ტექნიკური პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია;
- ტუმრების მოთხოვნებისა და პრობლემური საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა;
- ფინანსური ანგარიშგებისა და ხარჯების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სასტუმრო ან ტურისტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
- მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას (განიხილება გასაუბრების ეტაპზე);
- შესაძლებლობას, გახდე სწრაფად განვითარებადი ტურისტული პროექტის ნაწილი.