მენეჯერი
დეჟავუ აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ვეძებთ ენერგიულ, ლიდერულ თვისებებზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც შეძლებს გუნდის ეფექტურად მართვას და სტუმრებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
- თანამშრომლების კოორდინაცია;
- სტუმრების მაღალი ხარისხით მომსახურების უზრუნველყოფა;
- ჯავშნებისა და ღონისძიებების ორგანიზების კონტროლი;
- ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა;
- პრობლემური სიტუაციების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერის საბაზისო ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარები;
- გუნდში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
სამუშაოს დაწყება: სექტემბრიდან.