მენეჯერი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "CARWIZ Georgia" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე დღის საათებში. (მძღოლების უფროსი)
ფუნქცია-მოვალეობები:
- მძღოლების სამუშაო გრაფიკის შედგენა, მათი ყოველდღიური საქმიანობის მართვა, კოორდინაცია/კონტროლი და სატრანსპორტო შეკვეთების ოპტიმალური გადანაწილება მძღოლებს შორის.
- კომპანიის პარტნიორებთან, სასტუმროებთან და სხვა დამკვეთებთან დროული და ეფექტური კომუნიკაცია.
- შემოსული ელექტრონული ფოსტის (E-mail) და სხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებული მოთხოვნების მიღება და დამუშავება.
- სატრანსპორტო მომსახურების ხარისხის კონტროლი და კომპანიის სტანდარტების დაცვა, ცვლის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა.
- დაქვემდებარებული თანამშრომლების დისციპლინის, შრომითი მოვალეობებისა და შიდა რეგულაციების დაცვის კონტროლი.
- მძღოლების მხრიდან სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადებისა და სამუშაოს დასრულების შემდეგ დროული გასვლის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
სამუშაო ადგილი - თბილისი, სასტუმრო შერატონი, თელავის ქუჩა 20
სამუშაო საათები - 09:00-20:00
ანაზღაურება ფიქსირებული - 2500 ლარი + კვარტლური ბონუსი