მენეჯერი
აჭარული ღვინის სახლი აცხადებს ვაკანსიას: მენეჯერი
გვჭირდება გამოცდილი მენეჯერი, რომელიც უხელმძღვანელებს აჭარული ღვინის სახლის ყოველდღიურ საქმიანობას და უზრუნველყოფს სტუმრების მაღალ მომსახურების დონეს.
მოთხოვნები:
- ღვინის სფეროს ღრმა ცოდნა
- ქართული ღვინის სახეობები, აჭარული ღვინის კულტურა
- მენეჯმენტის გამოცდილება სასტუმრო/რესტორნის ან ღვინის სფეროში (მინიმუმ 2 წელი)
- გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა
- ფინანსური ანგარიშგებისა და მარაგების მართვის გამოცდილება
- პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
- პრეზენტაბელური გარეგნობა და კომუნიკაბელურობა
პასუხისმგებლობები:
- რესტორნის სრული ოპერაციული მართვა
- გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაო გრაფიკების შედგენა
- სტუმრების მომსახურების ხარისხის კონტროლი
- მომწოდებლებთან ურთიერთობა და ასორტიმენტის მართვა
- გაყიდვების ანალიზი და ანგარიშგება
- ახალი თანამშრომლების ტრენინგი
სამუშაო ადგილი: ბათუმიდან 20 წუთის გზა ხელვაჩაური, აჭარისწყალი
ანაზღაურება: კონკურენტული. შემოგთავაზებთ გასაუბრების დროს გამოცდილებისა და მოტივაციის მიხედვით.