მეხორცე/ყასაბი- ბათუმი
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: მეხორცე (ყასაბი).
მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის 13ბ
ძირითადი მოვალეობები:
- შესაბამისი ხორცის პირველადი დამუშავება;
- ხორცპროდუქტების დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება;
- დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით;
- ხორცპროდუქტების იერსახის, შენახვის პირობების და ვადების კონტროლი;
- სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების და წესების დაცვა, ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება აუცილებელია;
- ხორცპროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
- ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;
- შრომისმოყვარეობა;
- სისწრაფე, ენერგიულობა;
სამუშაო გრაფიკი და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას შეთანხმებით.
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.