მეხინკლე, ცხელი კერძების მზარეული, ცივი კერძების მზარეული- ლონდონი — რესტორანი Daka Daka

რესტორანი Daka Daka — ლოგო
რესტორანი Daka Daka

მეხინკლე, ცხელი კერძების მზარეული, ცივი კერძების მზარეული- ლონდონი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დიდი ბრიტანეთი, ქალაქი ლონდონი

რესტორანი "Daka Daka" აცხადებს ვაკანსიებს ქართველი კულინარიის პროფესიონალებისთვის. ჩვენი მიზანია, მაღალი ხარისხით წარმოვადგინოთ ქართული სამზარეულო საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და შევქმნათ გუნდი, რომელიც ქართული კულინარიული ტრადიციებისა და თანამედროვე პროფესიონალური სტანდარტების საუკეთესო შერწყმას უზრუნველყოფს.

რესტორანი ოპერირებს 2026 წლის თებერვლიდან და უკვე მოკლე დროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. "Daka Daka"-მ მოიპოვა ოქროს ჯილდო საუკეთესო ღვინის მენიუსთვის დიდ ბრიტანეთში და ვერცხლის ჯილდო საუკეთესო ღვინის მენიუსთვის მსოფლიოს მასშტაბით Star Wine List-ის პრესტიჟულ დაჯილდოებაზე. ასევე, რესტორანი ნომინირებულია საუკეთესო მენიუს კატეგორიაში The Caterer Awards-ზე.

"Daka Daka"-ს საქმიანობასა და კონცეფციას აქტიურად აშუქებენ ბრიტანეთის წამყვანი ჟურნალისტები, რესტორნების კრიტიკოსები და გავლენიანი მედია გამოცემები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის განსაკუთრებულ ადგილს ლონდონის კონკურენტულ გასტრონომიულ სივრცეში.

თუ გსურთ, თქვენი პროფესიონალიზმით გახდეთ ამ წარმატებული პროექტის ნაწილი და ქართული კულინარია საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინოთ, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ვაკანტური პოზიციები:

1. მეხინკლე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ხინკლის ცომისა და გულსართის მომზადება;
  • ხინკლის ხელით მოხვევა და სტანდარტების დაცვა;
  • პროდუქციის ხარისხისა და ჰიგიენური ნორმების კონტროლი;
  • ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
  • ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • ჰიგიენის ნორმებისა და სტანდარტების დაცვა;
  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
  • სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

2. ცხელი კერძების მზარეული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მწვადისა და ქაბაბის მომზადება ქართული ტრადიციული რეცეპტების შესაბამისად;
  • ცხელი კერძების მომზადება ქართული ტრადიციული რეცეპტების შესაბამისად;
  • პროდუქციის ხარისხისა და გემოვნური სტანდარტების დაცვა;
  • ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
  • ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • ჰიგიენის ნორმებისა და სტანდარტების დაცვა;
  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
  • სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

3. ცივი კერძების მზარეული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფხალების, სალათების, ცივი კერძებისა და ქართული ცომეულის მომზადება;
  • რეცეპტურებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
  • პროდუქციის მარაგების ეფექტური გამოყენება;
  • ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • ჰიგიენის ნორმებისა და სტანდარტების დაცვა;
  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
  • სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ბრიტანულ ანაზღაურებას;
  • სამუშაო ვიზის უზრუნველყოფას;
  • ლეგალურ და გრძელვადიან დასაქმებას;
  • პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო გარემოში;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გუნდს;
  • შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ ახალი ქართული რესტორნის განვითარების პროცესში.

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას.