მეხინკლე-მეხაჭაპურე (ლიეტუვა) — რესტორანი ხაჭაპური

რესტორანი ხაჭაპური — ლოგო
რესტორანი ხაჭაპური

მეხინკლე-მეხაჭაპურე (ლიეტუვა)

₾4000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ლიეტუვაში მდებარე ქართული რესტორანი „ხაჭაპური“ აცხადებს ვაკანსიას მეხინკლე-მეხაჭაპურეს პოზიციაზე.

თუ გიყვართ ქართული სამზარეულო და გსურთ ევროპაში სტაბილურ და მეგობრულ გარემოში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:

  • სამზარეულოში მიმდინარე პროცესების ეფექტური დაგეგმვა და მართვა;
  • ხინკლისა და ხაჭაპურის, ასევე სხვა პროდუქტების ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით მომზადების კონტროლი;
  • პროდუქციის ხარისხის, ვიზუალისა და გემოვნური თვისებების უზრუნველყოფა;
  • მარაგების, შეკვეთებისა და ინვენტარიზაციის კონტროლი;
  • სანიტარული ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
  • ჰიგიენის ჟურნალების წარმოება და სამზარეულოს სისუფთავის კონტროლი;
  • პროდუქტების საწყობისა და სამზარეულოს პერსონალის ჰიგიენის კონტროლი;
  • გუნდური მუშაობის ორგანიზება და მხარდაჭერა;
  • ყოველთვიური გენერალური დალაგების ორგანიზება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ლიდერული უნარები;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას – 3500–4000 GEL + ბონუსები;
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
  • ოფიციალურ დასაქმებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • უფასო კვებას;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს ევროპაში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ